Saturday, May 18, 2019

სკოლაში ჩატარებული გამოკითხვა

სკოლაში ჩატარებულმა გამოკითხვამ , მოსწავლეებისა და  პედაგოგებისაგან აღებულმა ინტერვიუებმა გამოკვეთა რამდენიმე საკითხი:


1. პედაგოგი რომელსაც აქვს ციფრული ტექნოლოგიების მიმღებლობა, მაგრამ ციფრული კომპეტენციის არქონა ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესში აქტიურად გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები.


2. პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს და მომავალშიც აქტიურად აპირებს გომოიყენოს. 



3. მოსწავლე, რომელიც არგუმენტირებულად ხსნის თუ რატომ არ სურს ციფრული ტექნოლოგიების ხშირი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.







ტექნოლოგიების გამოყენებას არ აქვს ასაკი

 ქართული ენა და ლიუტერატურის უხუცესი პედაგოგი, ქალბატონი მადონა დავითაშვილი საგაკვეთილო პროცესში არ იყენებდა ციფრულ ტქნოლოგიებს. მეტიც, ერთგვარი შიშიც კი ჰქონდა ტექნოლოგიების მიმართ.

I  ეტაპზე  -ტრენინგის ,, ციფრული სკოლა საქართველოს " მონაწილე ჯგუფის წევრებმა ქალბატონ მადონას შეუქმნეს facebook- ის გვერდი, რათა ინტერესი გასჩენოდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართ  და დაეძლია ,,კომპიუტერის" შიში. ქალბატონი მადონა დღემდე აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს.

II ეტაპზე -პროექტში მონაწილე პედაგოგმა ჩაატრა  გაკვეთილი kahoot- ისა და plickers-ის გამოყენებით , რომელსაც ესწრებოდა ქალბატონი მადონა. მას ძალიან მოეწონა აღნიშნული ინსტუმენტებით  ჩატარებული გაკვეთილი და გამოთქვა მზაობა, რომ თავადაც ჩაატაროს მზგავსი ტიპის გაკვეთილი.


III ეტაპზე -   პროექტ ,,ციფრული სკოლა საქართველოს" მონაწილე პედაგოგების დახმარებით ქალბატონმა მადონამ, V კლასში რამდენჯერმე ჩაატარა ქართული ენა და ლიტერატურის გაკვეთილი ინსტრუმენტ plickers-ის გამოყენებით.








plickers.com


ეს არის მარტივი ინტერფეისის მქონე საინტერესო და სახალისო აპლიკაცია,













     რაც პედაგოგს აძლევს საშუალებას ჩაატაროს ტესტირება ან უბრალოდ სახალისო ინტერაქციული გაკვეთილი.
ეს აპლიკაცია აქტიურად გამოიყენესდ სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა. კერძო:
პედაგოგი ნინო ქავთაქაძე - ინგლისურის გაკვეთილი მე-5 კლასში.










პედაგოგი თამარ ტატიშვილი - მათემატიკის გაკვეთილი








პედაგოგი ინგა აბდუშელიშვილი - ისტორიის გაკვეთილი



ესტონელი კოლეგების სტუმრობა ჩვენს სკოლაში

2019 წლის 22 აპრილს ესტონეთის, ქალაქ ტალინის, პაე- გიმნაზიის პედაგოგთა 30 კაციანი ჯგუფი ესტუმრა ჩვენს სკოლას. ესტონელი სტუმრები დავყავით 15 კაციან ჯგუფად, რომლებიც გადავანაწილეთ გაკვეთილებზე. ყველ ჯგუფს ასისტირებას უწევდა ერთი უფროსკლასელი მოსწავლე. საჩვენებელი გაკვეთილები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა დაწყებითების ყველა კლასში, ასევე  საშუალო საფეხურის ორ კლასში.  ესტონელი კოლეგებისგან მივიღეთ საინტერესო რჩევები და შეფასებები. როგორც მათმა აღნიშნეს ,, არა მხოლოდ თქვენ სწავლობთ ჩვენგან, არამედ ჩვენც ვსწავლობთ თქვენგან".








Friday, May 17, 2019

ტრენინგ შეხვედრები „ციფრული სკოლა საქართველო“ პროექტის ფარგლებში

     
ქალაქ თბილისის N98 საჯარო სკოლაში გაიმართა 4 ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც ტრენინგის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების გამოყენებაში, ასევე ისწავლეს სხვადასხვა ინსტრუმენტები და გამოიყენეს საგაკვეთილო პროცესში.