2019 წლის 22 აპრილს ესტონეთის, ქალაქ ტალინის, პაე- გიმნაზიის პედაგოგთა 30 კაციანი ჯგუფი ესტუმრა ჩვენს სკოლას. ესტონელი სტუმრები დავყავით 15 კაციან ჯგუფად, რომლებიც გადავანაწილეთ გაკვეთილებზე. ყველ ჯგუფს ასისტირებას უწევდა ერთი უფროსკლასელი მოსწავლე. საჩვენებელი გაკვეთილები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა დაწყებითების ყველა კლასში, ასევე საშუალო საფეხურის ორ კლასში. ესტონელი კოლეგებისგან მივიღეთ საინტერესო რჩევები და შეფასებები. როგორც მათმა აღნიშნეს ,, არა მხოლოდ თქვენ სწავლობთ ჩვენგან, არამედ ჩვენც ვსწავლობთ თქვენგან".
No comments:
Post a Comment