ციფრული სკოლა საქართველო
2019 წლის თებერვალში ჩავერთეთ პროექტში ,,ციფრული სკოლა საქართველო“ , რომლის ფარგლებშიც გაიმართა 4 ტრენინგი ქალაქ თბილისის N98 საჯარო სკოლაში.
ჩვენი სკოლის პროექტში ჩართვის მიზანი იყო სკოლაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვებისათვის სახალისო აქტივობების შექმნა, თამაშით/ კეთებით სწავლება, ვინაიდან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება, სასწავლო პროცესს შემოქმედებითს, საინტერესოსა და სახალისოს ხდის.
პროექტის განხორციელების ეტაპები სსიპ- ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის N150 საჯარო სკოლაში:
სკოლაში შეირჩა 6 წევრიანი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ:
- სკოლის დირექტორი- ირაკლი მექვევრიშვილი;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი- თეა ობოლაშვილი;
- დაწყებითი კლასის პედაგოგი - ნათია მეფარიძე;
- საბაზო საფეხურის პედაგოგი- ნინო ქავთარაძე;
- საშუალო საფეხურის პედაგოგი- ინგა აბდუშელიშვილი;
- საშუალო საფეხურის პედაგოგი- თამარ ტატიშვილი;
საშუალო საფეხურის პედაგოგი- თამარ ტატიშვილი;
პროგრამა SELF-ის გამოყენებით სკოლაში ჩატარდა კვლევა სასკოლო ბაზაზე ,, ციფრული ტექნოლოგიების“ გამოყენებასთან დაკავშირებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა სამი ტიპის მასწავლებელთა ჯგუფი:
I - მასწავლებლები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების.
II- მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ტექნოლოგიებს, თუმცა არ იყენებენ საგაკვეთილო პროცესში;
III- მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ტექნოლოგიებს და აქტიურად იყენებენ
ს საგაკვეთილო პროცესში;
ასევე გამოიკვეთა მოსწავლეთა ორი ჯგუფი:
· მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ სრული მიმღეობა;
· მოსწავლეები, რომლებსაც დოზირებულად სურთ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. კვლევიდან გამომდინარე გამოიკვეთა პრობლემა და დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზები.
სამიზნე ჯგუფად ავირჩიეთ Vკლასის სამივე პარალელში შემსვლელი
მასწავლებლები.
I კატეგორიის მასწავლებლებთან, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების, დავგეგმეთ შეხვედრები და ვაჩვენეთ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი, კერძოდ PLICKERS- ის ინსტრუმენტის გამოყენება. ეს პროგრამა მათთვის მარტივად გასაგები და ადვილად გამოსაყენებელი აღმოჩნდა.
შემდეგ ასისტენტების დახმარებით , რომლებიც ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფდნენ, ჩაატარეს წარმატებული გაკვეთილები და წარვადგინეთ პროექტის ანგარიში.
II და III კატეგორიის მასწავლებლებს გავაცანით ტრენინგზე შესწავლილი ყველა პროგრამა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში.
No comments:
Post a Comment